ხარაიშვილის „გიოტებორგი“ სტადიონს იცვლის - მიზეზი ახალი მოთხოვნებია
ხარაიშვილის „გიოტებორგი“ სტადიონს იცვლის - მიზეზი ახალი მოთხოვნებია

შვედეთის საფეხბურთო სეზონი 14 ივნისიდან განახლდება. გადაწყვეტილია, რომ სტადიონზე მაყურებლებს დაუშვებენ, ოღონდ მკაცრი რეგლამენტით.

ამის გამო მრავალი კლუბისთვის გაჩნდა დილემა, რომ გულშემატკივრებისთვის აირჩიონ ისეთი არენა, სადაც მაქსიმალურად მეტი ადამიანი გათავსდება. თუმცა, „გიოტებორგს“, სადაც გიორგი ხარაიშვილი თამაშობს, არჩევანი გააჩნია. გიოტებორგის გუნდი პატარა „გამლა ულევიზე“ თამაშობს, მაგრამ ქალაქში „ულევის“ სტადიონიცაა და შეუძლია გადავიდეს.

იმ დროს, როდესაც მატჩებს მაყურებლები შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან, გუნდის ადმინისტრაციას სურს, რომ „გიოტებორგის“ მატჩებზე მაქსიმალურად მეტი ადამიანი შეუშვას.

ახალი საფეხბურთო პროტოკოლი, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ითვალისწინებს, რომ მაყურებელს შეუძლია ყოველი მეორე რიგის ყველა მესამე სკამზე დაჯდეს. ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს აუდიტორიის რაოდენობას. სწორედ ამიტომ, „გიოტებორგმა“ თავისი თამაშების გადატანა „გამალა ულევიდან“ (იტევს 18 416 ადამიანს) უფრო დიდ „ულეევზე“ (40 000 იტევს) გადაწყვიტა, სადაც ორჯერ მეტი მაყურებლის განთავსებაა შესაძლებელი.

„ჩვენ ყველაფერზე ვიმსჯელებთ. აშკარაა, რომ გიოტებორგში ორი სტადიონი ჩვენთვის დიდი უპირატესობაა. მათი გამოყენებაც შეგვიძლია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფეხბურთი იწყება და ჩვენ შეგვიძლია დადგენილი წესების ფარგლებში შედარებით უკეთესი არჩევანი გავაკეთოთ,“ – განაცხადა „გიოტებორგის“ მენეჯერმა, ერიკა ბერგჰაგენმა რადიო „სპორტთან“.

დატოვე კომენტარი