რა მოგება მოუტანა „გიოტებორგს“ ხარაიშვილის ტრანსფერმა - უნგრელებმა 1-1,2 მილიონამდე დოლარი გადაიხადეს
რა მოგება მოუტანა „გიოტებორგს“ ხარაიშვილის ტრანსფერმა - უნგრელებმა 1-1,2 მილიონამდე დოლარი გადაიხადეს

გეტებორგს პოსტენში“ გამოქვეყნებულ წერილში გიორგი ხარაიშვილის ტრანსფერის ღირებულება განიხილეს. სტატიაში („რამდენი გამოიმუშავა „გიოტებორგმახარაიშვილის ტრანსფერში“) გამოცემა იმ თანხას ასახელებს, რომელიც ქართველის საფასურად, სავარუდოდ, შვედურმა კლუბმა მიიღო.

გიოტებორგის“ 24 წლის თავდამსხმელი გიორგი ხარაიშვილი ცოტა ხნის წინ უნგრეთის ტიტულოვან კლუბ „ფერენცვაროშში“ სათამაშოდ გაემგზავრა. 24 წლის ფეხბურთელმა სულ სამი სეზონი გაატარა „ბლოვიტში“ („გიოტებორგისზედმეტსახელია) და იყო მნიშვნელოვანი მოთამაშე კლუბში, მაგრამ კარიერაში წინსვლა უნდოდა და სიახლეები აინტერესებდა. „გეტებორგს პოსტენის“ ცნობით, „ბლოვიტმა“ თავდამსხმელისთვის რვიდან ათი მილიონამდე კრონა მიიღო. ის მერვე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სეზონის დაწყებამდე კლუბი დატოვა“, – წერს „გეტებორგს პოსტენი“.

შვედური გამოცემის მიერ დასახელებული თანხა, რომელიც უნგრულმაფერენცვაროშმახარაიშვილის ტრანსფერში გადაიხდა, შვედური კრონებიდან საერთაშორისო ვალუტაში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 1-1,2 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

დატოვე კომენტარი