ხარაიშვილმა ვარჯიში განაახლა - მისი მწვრთნელი „გიოტებორგიდან“ გაუშვეს
ხარაიშვილმა ვარჯიში განაახლა - მისი მწვრთნელი „გიოტებორგიდან“ გაუშვეს

გიორგი ხარაიშვილს ტრავმის გამო ივლისის ბოლოდან „გიოტებორგში“ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. თუმცა შვედური კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, 23 წლის ქართველი შემტევი მომჯობინდა და მოედანზე მალე დაბრუნებას იმედოვნებს.

„გიორგიმ ვარჯიშები განაახლა. მაგრამ ჯერ ძნელია იმის თქმა, როდის დაუბრუნდება გუნდს და როდის ითამაშებს, მაგრამ პოზიტიურია თავად ფაქტი, რომ უკვე ვარჯიშობს და და ყოველდღიურად ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ გუნდის საერთო ჯგუფს შეუერთდეს“, – წერს „გიოტებორგის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

ამასობაში, გიორგი ხარაიშვილის კლუბში სამწვრთნელო ცვლილება მოხდა – მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პოია ასბაჰი გადააყანეს. 35 წლის ახალგაზრდა ირანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ერთი თვის წინ შვედეთის თასი მოიპოვა, თუმცა ჩემპიონატში საქმეები კარგად არ აეწყო – 18 ტურის შემდეგ 17 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.

პოია ასბაჰიგიოტებორგს“ 2018 წლიდან ავარჯიშებს და მისი სურვილი იყო, რომ გუნდში გიორგი ხარაიშვილი აეყვანათ. ქართველი შემტევი საქართველოს ნაკრებში ვლადიმერ ვაისმა სექტემბრის სანაკრებო შეკრებაზე ტრავმის გამო არ გამოიძახა.