ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ირანში თავდასხმის გამო შეჩერებული ფრენები აღდგა
ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ირანში თავდასხმის გამო შეჩერებული ფრენები აღდგა

ირანმა აღადგინა ფრენები, რომელიც მას შემდეგ შეიზღუდა, რაც ისპაჰანის პროვინციაში სამხედრო ბაზის მახლობლად განხორციელებული აფეთქებების შესახებ გავრცელდა ცნობები. როგორც „სიენენი“ წერს, ამის შესახებ ირანი სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში განაცხადეს.

„გაცნობებთ, რომ აეროპორტებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია და ავიაკომპანიებს ნებადართული აქვთ, დაგეგმილი ფრენები განახორციელონ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ფრენები განახლდა ირანის დედაქალაქის ორ მთავარ აეროპორტში.

ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა დღეს დილით მიიტანა. ინფორმაციას ამერიკელი ოფიციალური პირები ადასტურებენ. ისრაელს ამ დროისთვის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.