ბენიამინ ნეთანიაჰუმ ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ისრაელი არ დათანხმდება „ჰამასთან“ ზავის ფარგლებში ღაზაში ომის დასრულებას

20:49, 01.05.2024

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ ისრაელი არ დათანხმდება ღაზაში ომის დასრულებას „ჰამასთან“ ზავის ფარგლებში.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ისრაელი დაინტერესებულია შეთანხმების მიღწევით, თუმცა მისი სურვილია „ჰამასის“ განადგურება.

ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში სახმელეთო ოპერაცია ჩატარდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის პოზიცია რაფაჰში ისრაელის სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებით. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რაფაჰში სამხედრო ოპერაციას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „საშინელი შედეგები“ მოჰყვება.

მსგავსი