ლონდონში ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი მოქალაქეებსა და პოლიციას თავს დაესხა

17:12, 30.04.2024

ლონდონში ხმლით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად 13 წლის ბავშვი დაიღუპა, ხუთი ადამიანი კი დაშავდა.

ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

პოლიციის ცნობით, თავდაპირველად მამაკაცი მანქანით ერთ-ერთ სახლს დაეჯახა, შემდეგ კი გამვლელებს და პოლიციის თანამშრომლებს ხმლით დაესხა თავს.

როგორც მედია წერს, დაშავებულებს შორის ორი პოლიციელია, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა უცნობია.

პოლიციამ 36 წლის ეჭვმიტანილი ინციდენტიდან 22 წუთის შემდეგ დააკავა. ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ინციდენტი ტერორიზმთან კავშირში არ განიხილება.

მსგავსი