მედია - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა, ირანში აფეთქებების ხმა ისმის
მედია - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა, ირანში აფეთქებების ხმა ისმის

„სიბიესის“​ ცნობით, ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ინფორმაციას ამერიკელი ოფიციალური პირები ადასტურებენ.

ირანში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, გააქტიურებულია ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა გაისმა ქალაქ ისპაჰანის აეროპორტთან.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება იყო ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზის სიახლოვეს.

ადგილობრივი მედია სულ სამ აფეთქებაზე წერს.

სააგენტოების ცნობით თეირანის, ისპაჰანისა და შირაზის თავზე ფრენები შეჩერებულია.