სტეფან სეჟურნე - საფრანგეთს სურს მშვიდობა, კეთილდღეობა და დეესკალაცია ახლო აღმოსავლეთში
სტეფან სეჟურნე - საფრანგეთს სურს მშვიდობა, კეთილდღეობა და დეესკალაცია ახლო აღმოსავლეთში

საფრანგეთს სურს მშვიდობა, კეთილდღეობა და დეესკალაცია ახლო აღმოსავლეთში, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ თელ ავივში ვიზიტისას ისაუბრა.

„საფრანგეთი არ მიატოვებს ისრაელს, ის ისრაელის მეგობარია. ჩვენ გვქონდა არაერთი პოლიტიკური დისკუსია ბოლო სამი დღის განმავლობაში. გავჩერდი ერ რიადში, რათა რამდენიმე დისკუსია გამემართა მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში ისრაელის ხელისუფლებასთან. ცხადია, ჩვენ ყველას იმედი გვაქვს მშვიდობის, კეთილდღეობის და, უპირველეს ყოვლისა, დეესკალაციის“, – აღნიშნა სეჟურნემ.

ფრანგული დიპლომატიური წყაროს ცნობით, სტეფან სეჟურნემ განუცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ რაფაჰში შეტევის განხორციელება ცუდი იდეაა და ვერაფერს მოაგვარებს „ჰამასთან“ ბრძოლაში.

ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია ლიბანსა და საუდის არაბეთს, სადაც შეხვედრები გამართა არაბული და დასავლეთის ქვეყნების მინისტრებთან.