კოლუმბიის პრეზიდენტი – ხვალიდან გავწყვეტთ დიპლომატიურ ურთიერთობებს ისრაელთან, გენოციდით დაკავებული მთავრობისა და პრეზიდენტის გამო

22:36, 01.05.2024

კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს განცხადებით, ქვეყანა ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. როგორც მედია წერს, ამის მიზეზი ღაზაში ისრაელის მოქმედებებია.

გუსტავო პეტრო ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიანიმ ნეთანიაჰუს მკაცრად აკრიტიკებს და მოითხოვს, შეუერთდეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ გენოციდთან დაკავშირებულ სარჩელს.

„ხვალიდან ჩვენ გავწყვეტთ დიპლომატიურ ურთიერთობებს ისრაელის სახელმწიფოსთან, გენოციდით დაკავებული მთავრობისა და პრეზიდენტის გამო“, – განაცხადა გუსტავო პეტრომ.

მსგავსი