ენტონი ბლინკენი – არსებობს უკეთესი გზები „ჰამასთან“ დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ვიდრე მასშტაბური სამხედრო ოპერაციაა

22:47, 01.05.2024
United States Secretary of State Antony Blinken addresses the media during a meeting of NATO foreign ministers at NATO headquarters in Brussels, Wednesday, April 3, 2024. NATO foreign ministers gathered in Brussels on Wednesday to debate plans to provide more predictable, longer-term support to Ukraine. (AP Photo/Geert Vanden Wijngaert)

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, არსებობს უკეთესი გზები „ჰამასთან“ დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ვიდრე მასშტაბური სამხედრო ოპერაციაა.

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ისრაელის ლიდერებთან ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი წინააღმდეგობრივი პოზიცია რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენი პოზიცია მკაფიოა და ის არ შეცვლილა. არც შეიცვლება. ჩვენ ვერ და არ დავუჭერთ მხარს მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას რაფაჰში ეფექტური გეგმის გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იქნებიან უსაფრთხოდ და ზიანს არ მიიღებენ. ჩვენ ასეთი გეგმა არ გვინახავს.

ამავდროულად, ჩვენი შეფასებით, არსებობს უკეთესი გზები „ჰამასთან“ არსებულ რეალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც არ მოითხოვს მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ჩატარებას რაფაჰში. ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ისრაელთან ამის თაობაზე და გავაგრძელებთ დიალოგს“, – განაცხადა ბლინკენმა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიცია, რომ ისრაელი არ დათანხმდება „ჰამასთან“ ზავის ფარგლებში ღაზაში ომის დასრულებას.

მსგავსი