***

პირველად, “ჩერპაკებად” მონათვლის დამახასიათებელი ხმები, ძილბურანში გახვეულებს ჩაგვესმა. “Учебка – Школа сержантов” – “სერჟანტების უჩებკიდან” ახალჩამოსულები, დაღლილ-დაქანცულები მივეგდეთ მიჩენილ საწოლებზე და ეგრევე ჩაგვეძინა. შუაღამისას კი ვიღაცეების ხავილმა და სიხარულნარევმა შეძახილებმა გამოგვაღვიძა. თვალები გავახილეთ, რას ვხედავთ?

შარვალჩახდილი, ტაბურეტებს დაყრდნობილ “ბიზონებს”, ქამარმომარჯვებული “დედები” დაჰხორხოცებენ. დაიშხუილებდა ქამარი და ბალთის ყოველი დარტყმის შემდეგ ჩაბნელებულ ყაზარმაში გაისმის:

– დკლუატც!

– ოუეხმმმ! – ტკივილნაირი შეძახილი. წამიერი დუმილი და ყვირილი, – Спасибо дембелам за награду!

– დკლუატც!

– ოუეხმმმ! Спасибо дембелам и дедам за награду!

– დკლუატც!

– ოუეხმმმ! Спасибо дедам и дембелам за награду!

და ასე თორმეტჯერ. ბოლოს კი…

– Уважуха дедам и дембелам! – დაიყიჟნეს “გაჩერპაკებულმა” “ბიზონებმა”.

– ან ამათ რა უხარიათ? ან იმათ რა ახალისებთ? ნაღდად შიგაა აქვთ! – გადავილაპარაკეთ საქმეში გარკვეულ – გათვითცნობიერებულმა ქართველებმა და სხვისი უკანალებისა და ტანჯვის ყურებას ძილი ვარჩიეთ….

მეორე დღეს სასადილოში ვერც ერთი “ჩერპაკად” მონათლული ჯდებოდა სკამზე. იდგნენ და ისე ჭამდნენ თავის ულუფებს… გარეთაც სარგადაყლაპულებივით დადიოდნენ. მათ, მხოლოდ “КамЗвода – კამზვოდები” (ლეიტენანტები) ეხუმრებოდნენ:

– Ну чё девчонки, порвали целочки! Потеряли девственность?

– Естественно ТовСтарЛей! – პასუხობდნენ ისინი.

ოფიცრები მსუბუქ პანჩურებს უთავაზებდნენ და “ჩერპაკების” აძაგძაგებულ სხეულებს შემხედვარენი, კარგა ხანს ხითხითებდნენ.

ასე გრძელდებოდა ერთ კვირა. სანამ ნაგვემი ადგილები ჩაუცხრებოდათ და “ჩერპაკობის” ნეტარ პრივილეგიებს სრულფასოვნად იგემებდნენ…

…“ჩერპაკის” ანუ “ადამიანობამდე” მიღწეული არსების, იგივე “ჯარისკაცი აზნაურის” ცხოვრება უკვე რაღაცით ჰგავდა ადამიანის ცხოვრება. ის აკეთებდა რასაც უნდოდა იმას და ჭამდა რასაც უნდოდა იმას, ავალდებულობდა ვისაც უნდოდა იმას, მხოლოდ ვერ ეხებოდა ზედა იერარქიას, ანუ “დედებსა” და “დემბელებს”. ის, თავის თავს უვლიდა და ასევე თავის სასარგებლოდ აიძულებდა რაღაცეების გაკეთებას “დუხებსა” და “ბიზონებს”. მაგრამ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებდა, თუკი “მალადნიაკი”, “დედების” ან “დემბელების” დავლებას არ ასრულებდნენ.

“დედი”- “ძედი”, იგივე “დედუშკა” ხდებოდა ბალიშაფარებულ უკანალზე ქამრის თვრამეტჯერ დარტყმით. ის უკვე თავადი იყო, მას ჰყავდა მონები ( დუხები ), ლაქიები ( ბიზონები ), და პირადი აზნაურები ( ჩერპაკები ).

“ძედი”, ჯარიდან დათხოვნის ბრძანების გამოსვლის ასი დღით ადრე ხდებოდა “დემბელი”. ანუ ის უკვე მეფის ტიტულს იძენდა. მეფე კი შემდეგნაირად ინათლებოდა – “დემბელობის” კანდიდატი წვებოდა საწოლზე. მის გვერდით დგამდნენ ცარიელ ტაბურეტს და მას “ბიზონები” ოცდაოთხჯერ ურტყამდნენ სამხედრო ქამარს. ამ დროს დუხები მისი საწოლის ირგვლივ დგებოდნენ და ლირიულ სიმღერებს მღეროდნენ. “მილიონი ალიხ როზ…”, “ოჩი ჩორნიე…” და ა.შ. ეს “კონცერტი” შეიძლება მთელი ღამე გაგრძელებულიყო, რადგან თითო ასეულში “დემბელები” მინიმუმ ოცი კაცი მაინც გროვდებოდა და ყოველ მათგანისთვის რიტუალის შესრულებას ათი-თხუთმეტი წუთი მაინც სჭირდებოდა… ჯარიდან დათხოვნის ე.წ. “დემბელსკი პრიკაზის”, ისევე როგორც “მალადნიაკის” გაწვევის ბრძანება წელიწადში ორჯერ გაზაფხულზე და შემოდგომაზე გამოდიოდა…

ჯარისკაცებისადმი დამოკიდებულება, მათი საფეხურები და იერარქია ხელშეუხებელი იყო ოფიცრებისათვის… ეს დოგმა იყო. თუკი მათ უნდოდათ პრობლემების გარეშე წოდებების მიღება, ხელი არ უნდა შეეშალათ ყაზარმის შიდა ცხოვრებისათვის. ისინი, არ უნდა ჩარეულიყვნენ Дед-Салабон, “დედ/სალაბონის”ურთიერთობის დადგენილ ეტიკეტში.

შესაბამისად, კარიერას დაწაფებული ოფიცერი არ აკადრებდა ბრძანებების გარკვეულ კატეგორიას “სტარიკებს”, ისინი რომ არ გაეღიზიანებინა, მაგრამ სამაგიეროდ არ დაინდობდა “მალადოებს”…

მთელს საბჭოთა ჯარში – ეს იერარქია და “კოდექსი”, პირველ რიგში არ ეხებოდა ქართველებს – გრუზინებს – “Грузины”… აქ იგულისხმებოდა ქართულენოვანი სომხებიც, რუსებიც, აზერბაიჯანელებიც, ებრაელებიც, ანუ ყველა ის, ვინც საქართველოდან იყო და ქართულად ლაპარაკობდა…

***

კი ეცადა წარბსქელა ბრეჟნევი “დედავშინის” აღმოფხვრას, მაგრამ ვერაფერი გამოუვიდა… ამიტომ ბოლოს ხელი ჩაიქნია:

– Советский народ самый мудрый народ во всём мире! Грузины тем более! Самы разберутся – Что ему нужно оставит! А что лишнее выбросит к е-ениматери!”-ოოო, – გადაჰკრავდა ქართულ ჭაჭას და ჩამოლაბორანტებული ხრიუშოვის მხარეს სამჯერ გადააწიტებდა.

***

– Что Грузин для негрузина?

– Одинь Грузин это – СТРАХ?!

– А Два Грузина?

– Два Грузина это – ПАНИКА?!

– Три Грузина?

– Три Грузина это – ТЕРОРР?!

– А много Грузина?

– Много Грузинов не было и боже упасы?!

***

“Эсли что эти Грузины загризут на -уй?!”

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15