– Говно ты недобытое а не школа жизны! – არ ცხრებოდა სოფელი.

პოლკოვნიკი ზურგით იდგა შკაfi-სგან. ალბათ რომ შეეხედა გულიც კი გაუსკდებოდა განადგურებული ბოთლებისა და დაქცეული ჭაჭის შემყურეს. ოფიცრებსაც დაეხარათ თავები და გატრუნულიყვნენ… მხოლოდ ჩვენი პრაპორსჩიკი, ძია კოლია ეგდო “Платц – პლაცის” უკან ბალახებში და ჩურჩულით იგინებოდა.

მესამე – ტჭყლასშ…

– Да какой он грузин если виноградную кровь не уважает! – გულისაკლავად მიაძახა ვიღაც ქალმა, – Что ты расскажешь в Грузии, А? Как ты Чачу давил и убивал, сволочь?!

გამკივანი ხმა ყურებს ხვრეტდა, ტვინში გერჭობოდა ადამიანს.

… და სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. ყველამ გავიგონეთ თავსახურის ამოგდების სპეციფიური ხმა “ბუმპ” და… შკაfi-ს ომახიანი შეძახილი:

– Миру Мир! Друзья вам всем Счастья! Женщинам любовь! Грузинам Слава! საქართველოს გაუმარჯოს! – დაიძახა და მიიყუდა ლიტრიანი. ბუზი – თაფლის არყის სავსე ბოთლი. ვერც პატრული, ვერც პოლკოვნიკი ადგილიდან ვერ დაიძრა. ეს მართლაც საკვირველი და საოცარი სანახაობა იყო. ნისლიან პლაცზე იდგა არყის ბოთლით ხელში ქართველი კაცი და წყურვილს თუ სურვილს იამებდა სამშობლოდან გამოგზავნილი ღვთიური სითხით.

ალექსანდრიის შუქურასავით იდგა.

გ ა ბ ო ტ ი ლ ი.

მარჯვენა ხელი მისალმების ნიშნად ზემოთ აღემართა, ხოლო მარცხენა მყარად ჩაევლო ბოთლის ყელისთვის და პირიდან არ იცილებდა. ბოლო წვეთები რომ ჩამოცალა, ტუჩები ხელისგულით მოიწმინდა. გაგვიღიმა:

– ასე მტერი დაგვეცალოს! На зло врагам, на счастья друзьям! Не горюйте однополчане!

მიმოიხედა… შებარბაცდა. პოლკოვნიკს ტაატ-ტაატით მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა…

– დაარტყამს! ნაღდად დაარტყამს! – მგლებივით ავყმუვლდით ქართველობა…

შკაფი კიდევ ერთ ნაბიჯით მიუახლოვდა და ცხვირი-ცხვირს მიადო და…

– Ты наш Батя! Ты не злой… Ты строгий Батя! Я хочу чтобы ты стал Маршалом! Но пока Генералом!- თითი ასწია და წაუღიღინა, – Однажды русский генерал, Вдоль по Кавказу проезжал, И грузинскию он песню по мингрельски напевал… – მისმა ხრინწიანმა და მელოდიას აცდენილმა სიმღერამ ყველას ჩაგვიქროლა, მერე კორპუსებს ეძგერა, იქიდან ასხლეტილმა გაოცებულ სოფლელებს თმები აუქოჩრა და სადღაც იქეთ, სოფლის უკან გორაკებისკენ ჩაიგუგუნა.

აღფრთოვანებულმა ხალხმა ტაში შემოკრეს, ხოლო დარეტიანებულმა პოლკმა კი რატომღაც “ურა” შემოსძახა.

“Тая, тая, тая, вататаята,Мака ладжи радарая…” – მღეროდა პატრულს ჩახუტებული მთვრალი შკაfi… ასე სიმღერით, “УРАА”-ს ძახილითა და ტაშით გავაცილეთ ჩვენი ძმაკაცი ჰაუფტვახტაში ორი კვირით…

თხუთმეტდღიანი პატიმრობის მანძილზე, სამჯერ თუ ოთხჯერ მკაფიოდ გავიგონეთ პოლკის შტაბიდან და პირადად პოლკოვნიკის კაბინეტიდან გუნდურად შესრულებული:

– “Цхели пури, хачапури, цицила!”.

სხვა ოფიცრების ხმას შკაfi-სა მაინც ჯაბნიდა.

მოკლედ იმ მისი პატიმრობის მანძილზე, დამსჯელებიცა და დასჯილიც, ერთად, კარგა მხიარულად ატარებდნენ დროს…

როგორც მერე ჭორაობდნენ, ამ ღამეულ იატაკქვეშა ნადიმებს, ჯერ ნაწილის გენერალი, შემდეგ კი რაიონის უფროსობაც კი სწვევია. ყველას უნდოდა “ზაგადოჩნი გრუზინთან” ქეიფი…

მოკლედ ის რაც შკაfi-მა გააკეთა, თავისი “ფინთიკლუშკებით” ცოტნე დადიანის საქციელს არ შეედრებოდა, მაგრამ ორივეგან ხომ თაფლის თემა დომინირებდა და ალბათ კიდევ იყო რაღაც… რამაც ასე დაატყვევა, გააგოგნა, აღაფრთოვანა ყველა…

რას გაუგებ იდუმალ რუსულ სულს და ნოსტალგიანარევი სიყვარულით აფეთქებულ ქართულ ჯიგარს!

პოლკს “Не Горюй – ნე გარიუი”-ის სახელი ამის მერე შეარქვეს და როგორც ვიცი დღესაც ასე ჰქვია.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15