***

ნისლიანი დილა იდგა, თუმცა წვიმა არ მოდიოდა. “პლაცზე” მთელი პოლკი გარინდული ელოდა პოლკოვნიკის გამოჩენას. არა მხოლოდ ქართველებმა იცოდნენ მომხდარის შესახებ.

ინციდენტის შესახებ ყველამ იცოდა.

ეხუმრებით, თქვენ, ათი ლიტრა ჭაჭა.

ამდენი ყველასთვის საყვარელი სასმელის ერთად ნახვა, ტოტო კუტუნიოს ჩამოსვლაზე უფრო მეტ ინტერესს იწვევდა.

სამხედრო ნაწილის ღობეზე მიმდგარი ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლები – მძღოლები, მეღორეები, მესაქონლეები, მწველავები, კოლმეურნეები, დიასახლისები, მოსწავლეები, მასწავლებლები, სოფლის მილიციაც კი დიდი ინტერესით გვადევნებდა თვალს.

ხმამაღლა იკითხა ვიღაცამ:

– Ну что биджо? Сиктим-сиктим будет?

– Иди ты на три буквы!- ხმამაღლა უპასუხა ჩვენიანმა. მის სიტყვებზე სოფლელებს გაეცინა, ხოლო “Камандир роты – კამანდირ როტიმ” ულვაშები ნერვიულად ააცმაცუნა და დაგვიღრიალა:

– Разговорчики! Оборзели совсем!

– А чё если оскорбляют не отвечать что ли?!

– Да бл-дь! Не отвечать! А то наверное очень хочется на “Марш Бросок”? Хочется Блин?

ხმა არავის ამოგვიღია.

ყველამ ვიცოდით რა მურდალი იყო ეს “Марш Бросок – მარშ ბრასოკი”, რომელსაც წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ისედაც გავდიოდით, როგორც სავალდებული სასწავლო-სავარჯიშო ღონისძიებას…

***

რა აირს “Марш Бросок – მარშ ბრასოკი”?

ოცი კილომეტრი პლუს ორმოცდახუთი კილოგრამი პლუს დიდი ფიზიკური დატვირთვა – “მარშ ბრასოკის” მოკლე შინაარსი ესაა…

უფრო გრძლად – ხუთი კილომეტრი სწრაფი სიარული, ათი კილომეტრი ძუნძული, ორი კილომეტრი ფორთხვით სვლა და სამი კილომეტრი სირბილი.

კიდევ უფრო გრძლად – ჩექმებში, ავტომატით, “ნიჩბებით”, ტყვია-წამლით სავსე ზურგჩანთებით. “Противогаз -გაზის ნიღაბი – პროტივოგაზი ”. ქიმიური დაცვის ამუნიციით. სამი დღის “სუხპაიოკით”. ორმოცდახუთი კილოგრამიანი სრული სამხედრო კომპლექტით.

ოფიცერი თუ დაიღრიალებს:

– Газовая отака!

ჯარისკაცები სასწრაფოდ ნიღბებს ანუ “პროტივოგაზებს” იკეთებენ.

როგორი საძუნძულოა “პროტივოგაზში”, ნახევარ ცენტნერიანი ტვირთით. ტალახიან, უსწორმასწორო გზაზე. ა თ ი კილომეტრი. აღმა-დაღმა. ოღრო-ჩოღრო.

როცა “Камандир – კამანდირი” დასჭექს:

– Воздушная тривога!

ჯარისკაცი მოწყვეტით უნდა დაეცეს ძირს და ორი კილომეტრი გზა ხოხვით გააგრძელოს.

– Салдат по пластунский и енергичнее! Енергичнее по пластунский! – თავისი ჭკუით გამხნევებს ოფიცრის ხმა.

…მაგრამ ეს კიდევ არაფერი. კიდევ არის “სანუკვარი” ბრძანება. აი, მისი გაგონება მართლაც აუტანელია.

– Организуем оборону ! – მოითხოვს ოფიცერი, და დამატებით გიხსნის – Роем стандартные окопы! Час на создание плацдарма обороны!

აი, ამ დროს სჭირდება ჯარისკაცს სამხედრო ნიჩაბი. ის, წამოჯდება და თავდაუზოგავად იწყებს 1მ/1,5 მ.-ზე და 0.5 მეტრზე სიღრმის ორმოს – ტრანშეას – აკოფის – ინდივიდუალური სანგრის თხრას…

აი აქ, არის კიდევ ერთი ბრძანება. მისი გაგონება სრულ რობოტიზაციას აწვევს ჯარისკაცში. რადგან ემოციებით ამ ბრძანების აღქმა შიგნიდან ააფეთქებს ნორმალურ ადამიანს.

– სნაიპერსკი ოგონ! ლაჟიიის! პროდოლჟაემ ლიოჟა კაპატ!

ამ დროს ჯარისკაცი წვება ატალახებულ მიწაზე და ასე დაწოლილი აგრძელებს თხრას. ჩაასობს ნიჩაბს, ამოიღებს მიწას და იქვე დაყრის. დატკეპნის. მერე ისევ ჩაასობს, ამოიღებს, დაყრის, დატკეპნის… კარგად იცის, ამ დედარღნიანი სნაიპერის გამო, ორმოს სიღრმე უნდა გაიზარდოს კიდევ ნახევარი მეტრით. ვინც ერთ საათში არ გათხრის 1მ/1,5 მ.-ზე და კიდევ 1 მეტრი სიღრმის სანგარს, მოუწევს დამატებით 2 კმ. მანძილის გარბენა…

გააკეთა ჯარისკაცმა ყველაფერი? დაასრულა ეს გამოცდა?

არაჩვეულებრივია.

… მაგრამ წინ ყველაზე დიდი დაბრკოლება ელის. დამაგვირგვინებელი. ყველაზე მთავარი. ნებისყოფის, ფიზიკური შესაძლებლობებისა და ფსიქოლოგიური გამძლეობის საბოლოო გამოცდა. “მარშ ბრასოკის” ბოლო სამი კილომეტრი ქანცგაწყვეტილმა ასეულმა უკვე ძუნძულით კი არა, ნამდვილი სირბილით უნდა დასრულოს.

ეს საკმაოდ მძიმე ამოცანაა, მაგრამ როგორც ოფიცრები გვიმტკიცებენ “სწორედ ამ დროს კაჟდება ყოველი ჯარისკაცი მორალურად, ფიზიკურად და სულიერად”…

… და მართლაც, მიუხედავად მიღებული ტრამვებისა ( დაბეჟილობა , მაზოლები , დაქანცულობა ) ოფლად დაღვრილი, გასავათებული ჯარისკაცი, მაინც ამაყობს იმით, რომ “ეს” დაძლია, “ეს” გადალახა. და ის გ ა დ ა რ ჩ ა…

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – თუკი კაცმა პირველივე “მარშ ბრასოკზე” შეძლო ყოველივე ამის გაკეთება. დანარჩენი სამხედრო მარშები, უკვე არა დაქანცულობით, არამედ დაღლილობით, არა გასავათებით არამედ იუმორით, არა ქანცგაწყვეტით, არამედ სიამაყით და საკუთარ ძალებში ურყევი რწმენით სრულდება. ეს კი ნადვილ ბრძოლაში ყველაზე მაგარი იარაღია.

ყოველი “მარშ ბრასოკის” შესრულოების დროს ასეული, ერთ ძლიერ და მოქნილ მანქანად, ორგანიზმად იქცეოდა, რადგან ოფიცერი, ის ვინც ამ “მტანჯველ” ბრძანებებს გასცემდა, რასაც ჯარისკაცებს ავალებდა, თვითონაც იგივეს აკეთებდა და ახორციელებდა. თავის ქვეშევრდომებთან ერთად დახოხავდა, იხრჩობოდა “პროტივოგაზში”, თხრიდა სანგარს, დაძუნძულებდა და დარბოდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15