პოლკოვნიკის სიმპატიური ტანწერწეტა ცოლი, სამხედრო კლუბში მუშაობდა ქორეოგრაფიისა წრისა და სახალხო სამხედრო თეატრის ხელმძღვანელად. მისი ენერგიული და სხარტი ცეკვის ყურება ერთი სიამოვნება იყო… “Калин-Какалин – კალინ-კაკალინზე” – რო დააბაკუნებდა ფეხებს და სცენას დაუვლიდა ტრიალ – ტრიალით. ქათქათა, გრძელ და ლამაზ ფეხებს გამოაჩენდა… ბიჭებს თვალები უბეებიდან უცვიოდათ და ყურებიდან ბოლს უშვებდნენ… მასთან ცეკვის გაკვეთილებზე მოსახვედრად ერთი ამბავი იყო ატეხილი… ამიტომ, ეს მშვენიერი ქალბატონი მთელი პოლკის ეროტიული ფოლკლორისა და ქალებს დანატრებული ჯარისკაცების პორნოგრაფიული ფანტაზიის უშრეტ წყაროს წარმოადგენდა.

– Аромат – как духи вашей прекрасной жены! – გაუმეროა შკაfiმა.

“ტკლაც”-ს – შუბლში სილის ჩარტყმის ხმა მარტო მე გამოვეცი თუ სხვებმაც არ ვიცი. ფაქტია, რომ ტკივილმა ცოტა გამომიყვანა გამო…შეშებიდან…

ჩვენიანებს გავხედე, ისინიც ჩემნაირ დღეში იყვნენ. დაწითლებულ – დაჭყეტილ-დაჭყანულები კოალებივით აცეცებდნენ აქეთ-იქით თვალებს და არ იცოდნენ რა ექნათ. რით შეეჩერებიათ ეს ტრაგიკომიკური სცენა…

– Ио-вашу душу мат! – დაისისინა პოლკოვნიკმა, – Молчать! Смирна! Товарищ солдат, объявляю вам пятнадцать суток ареста!

– Зачем так много? – იკითხა გულდაწყვეტილმა შკაfi-მა…

– Чтооооооо?! – ბოლო ხმაზე დიღრიალა ყველა ჯარისკაცებმა, ოფიცრებმა, სოფლელმა…

– Разломать все бутылки на месте! Товарищ солдат, Приказ выполнить немедленно!

– Зачем?

– Пререкаться вздумали! Ещё Пятнадцать суток ареста!

პოლკოვნიკის სიტყვებზე, შკაfi გაიჭიმა, ქუსლები ერთანეთს შემოჰკრა და დასჭექა:

– Служу советскому союзу!

– Чтоооо! – მიწა იძრა და ცა ჩამოიქცა… თვალები დავხუჭე…

…პოლკოვნიკმა ბუდიდან ტაბელური “მაკაროვი” ამოიღო, გადატენა გაიღიმა თუ კბილები დაკრიჭა, ძნელი სათქმელი იყო და შკაfi-ს დაუმიზნა. სამყარო გაისუსა.

ლოცვა დავიწყე.

ეს არ იყო ლოცვა იმ გაგებით რა გაგებითაც არსებობს კანონიკური ლოცვა. ნანახი ფილმებიდან და წიგნებიდან შევაკოწიწე ეს ერთგვარი ღმერთთან სასაუბრო ტექსტი:

“წმინდა გიორგი გადაგვარჩინე! ღმერთო გვიშველე, მამაო ჩვენო. ღვთიმსშობელო შეგვეწიე. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა! პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს! ჯვარო ჯვართამაღლებისა დაგვიცავი! მწამს ერთი ღმერთი! არა კაც კლა! არ იმრუშო! პირველად იყო სიტყვა! კეისარს კეისრისა! ჩენ ყველა ღვთის შვილები ვართ! მამაო შეგვეწიე! ამინ!”…

პოლკოვნიკი, თურმე კი არ იცინოდა არამედ ტიროდა. ის მობრუნდა და ჩვენდა გასაკვირად სუფთა, უაქცენტო ქართულით მოგვმართა:

– ეს სიკვდილის რა ღირსია! სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდია!

– წარმოსთქვა და საფეთქელში მიიჭედა ცხელი ტყვია!.. – აკაკი ხორავას ხმით გააგრძელა შტაბის უფროსმა, მოვლენების აღწერა, – ჩაიკეცა სულთამბრძოლი წამლის კვამლში გაეხვია!…

…თვალები ბოთლის მტვრევის ხმაზე გავახილე.

ჭაჭის მძაფრი სუნი, ნისლის მიუხედავად სწრაფად მოედო არემარეს და ღობეს მომწყდარ სოფლელებში გმინვად და ოხვრად გადაიქცა. ხალხი ზღვასავით აღელდა.

ყველა მხრიდან ისმოდა გოდების ხმა. უსიტყვო. მუცლიდან – გულღვიძლიდან ამოსული ხმა.

ყოველი ახალი, ჭაჭით სავსე ბოთლის მტვრევა სოფლელებში უსაზღვრო პროტესტს იწვევდა და აქტიურ ქმედებაზე გადასვლის ზღვარს უახლოვდებოდა.

მეორე – ტჭყლაშშს… სუნი უფრო მძაფრი გახდა.

შკაfi – ს ჩექმები ანადგურებდა დამტვრეულ ბოთლს. ფშვნიდა და ფშვნიდა ყოველ ნატეხს.

– Дермо ты а не полковник! – გაისმა სოფლელების მხრიდან, – Изверг! Расстрелять тебя надо!

მეორე – ტჭყლაშსს…

– И ты тоже хорош Биджо?! Генацвалеб как тебе не стидно? – არ ცხრებოდა ამ ტრაგიკული მოვლენით გააქტიურებული და აღშფოთებული სოფლის საზოგადოება.

– Это вам не пляж! И не маминкино застолье! Это армия! Суровач и дисциплинированная школа жизны! – ომახიანად კი გაიძახოდა პოლკოვნიკი, მაგრამ ხმაში მაინც თავის მართლების ინტონაციები აუჟღერდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15