კმაყოფილ ა-ს რატომღაც შერცხვა გოგონას თანდასწრებით ტანთ გახდა, ამიტომ აბაზანაში შეძვრა, “მოსასხამნი განიმოსა” და ცოტა გაგრილდა კიდეც. მას ეგონა, რომ ქალი უკვე გახდილი დახვდებოდა… ასეც იყო, სექსულაურ საცვლების ამარა დარჩენილი ტატიანა იწვა ტახტზე და ვნებიანი ღიმილით შეჰყურებდა თვრამეტი წლის ყმაწვილს და მის დაკუნთულ სხეულს…

ჯამბულიამ მასტროიანივით “გოუცინა”.

ქალმა თითი დაუქნია და თავისკენ მიიზიდა…

როცა ა. გვერდით მიუწვა, ტატიანა ცხელი ბაგეებით ბიჭის ბიბილოს დაეწაფა და ჯამბულიაში სექსის წყურვილი ვულკანივით აფეთქდა. წამოხტა “ვაშკაცი” და აკანკალებული ხმით შეევედრა ქალს:

– მინამ რაცხა დამმართნია სასწრაფოდ გაიხადე!

… მაგრამ ქალმა ვერაფერი გაუგო.

მიხვდა ბიჭი და იტკიცა შუბლში ხელი. ქალს ქართულად ელაპარაკებოდა და აბა რას გააგებინებდა?

ღრმად ჩაისუნთქა, მოიკრიბა ძალ-ღონე, გონება, გონებაში გაკვეხებული რუსული ფრაზები მოხიკა… ამოისუნთქა და ლამაზმანს დაჟინებით, ლამის მკაცრად მოსთხოვა:

– ა დ ე … ვ ა ი ს ი ა !

– Чтоо? – გაუკვირდა ტატიანას და საწოლიდან წამოიწია.

– შტო კი არა ა დ ი ვ ა ი ს ი ა!!! – და რაკი მეტი ვერაფერი რუსული ვერ გაიხსენა, ფილმებიდან დამახსოვრებული ფრაზა შეაშველა:

– შნელა რუსო პარტიზანე! შნელა!

ტატიანას ელდა ეცა, დაბნეული წამოიწია და კიდევ ჩაეკითხა:

– ა დ ი ვ ა ი ს ი ა ?!

– Ты что парень, рехнулся?

– ადევაისა შნელლა! – უკვე წონასწორობას კარგავდა დედიშობილა ჯამბულია, ალბათ ისიც კი გაიფიქრა – “აგი ტატიანა დინამოს გაკეთებას ხომ არ მიპირებსო!” და ყოველ შემთხვევისათვის მუშტი მოუღერა.

ლამაზმანისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა. წამოხტა და პირველი რაც ყველაზე სწრაფად ჩაიცვა, ეს საკუთარი ფეხსაცმელები იყო… მერე კაბა… მაგრამ რაკი კლიენტი მაინც უკმაყოფილო იყო… ეცა კარადას და იქ რაც კი იპოვა ყველაფერი მოირგო. ამის შემხედვარე ა. ლამის ჭკუიდან გადავიდა, “ბოზიც, რომ იყოს მაინც ქალია და ხელი რაფრა უნდა გავარტყა!” და გამწარებულმა, მუშტის ერთი დაკვრით მოგლიჯა კარადის კარი. დანარჩენი კი უკვე ყველამ ვიცით…

– “რაზდივაისია” და “ადივაისია” რავა ვერ გავარჩიე ერთმანეთისგან? – საკუთარ თავს ეჩხუბებოდა ჯამბულია და პერიოდულად თავში იშენდა ტაფასავით ხელებს… წინ კი სასამართლო პროცესი ელოდა და ალბათ “სროკიც” ქალზე ძალადობის მცდელობისათვის.

საბედნიეროდ ტატიანა კეთილი ქალი იყო. ბევრი კარგი ახსოვდა ქართველებისგან და როგორც კი ნამდვილი მიზეზი გაიგო, ჯერ ბევრი იცინა, მერე კი ასჯერ უფრო მეტი იტირა და იმდენი ქნა, რომ ჯამბულია ა. სოჭის მილიციის კპზ-დან გამოაშვებინა, ერთი დაუვიწყარი ღამე თავისთან გაატაარებინა და დილას სახლში გააპარა… დაშორების წინ კი ანდერძივით დაუბარა:

– Таифунчик ты мой! Учи Русский! Горе ты моё, УЧИ! Если лень учить, иди в армию! Там научать! А не захочешь ЗАСТАВЯТ! -ო

ისიც დაჯერდა ტატიანას, მისი პირველი ქალის რჩევას, და წავიდა ჯარში.

ოჯახში ძალიან გაუკვირდათ შვილის “სალდათობისადმი” ასეთი ლტოლვა, მაგრამ

– “მოსახდელი უნდა მეიხადოს და რაც მალე მეიხდის მით უკეთესიო”

გაუმზადეს საგზალი და სამდღიანი ქეიფ-გაცილების შემდეგ გაუშვეს “სალდათში”… ჯამბულიას სოჭის ინციდენტის შესახებ ჩემს გარდა არავისთვის მოუყოლია…

***

ჯამბულია ა-ს – “მეთაფლეს” ეძახდნენ. არა იმიტომ, რომ მეფუტკრეების ოჯახიდან იყო გამოსული, არამედ იმიტომ, რომ ძალიან უყვარდა თაფლის არაყი და დღენიადაგ სულ მასზე საუბრობდა. ქართველებს მობეზრებული გვქონდა მისი ისტორიები ამ სასმელის გემოსა თუ სარგებლობაზე და აღარც კი ვუსმენდით…

მაგრამ “შკაfi” უსმენდა…

ერთხელ ვკითხე:

– ბიჯო ჯამბულია, ერთი მითხარი ამ თაფლის არაყს – ბუზის არაყს რატომ ეძახიან?

ჯამბულამ მოიფხანა იმერელი აზნაურვით აბიბინებულ ულვაშებს და სხაპასხუპით ამოაფრქვია დაზეპირებული ფრაზა:

– იცი ძამია, რას გეტყვი? კილიმანჯარო მარადთოვლიანი მთაა, 19710 ფუტის სიმაღლისა, და აფრიკაში ამ სიმაღლე მთა მეორე არ არისო, ამბობენ. მის დასავლეთ მწვერვალს «ნგაი ნგაის,» ანუ ღვთის სახლს უწოდებენ. ზედ მწვერვალთან ლეოპარდის გაყინული და გამოფიტული გვამი გდია. კაცმა არ იცის, რამ აიყვანა იმ სიმაღლეზე… კაცმა არ იცის!..

…ქონდა თუ არა წაკითხული ეს მოთხრობა? – კაცმა არ იცის!..

“შკაfi” ჩარგავდა აეროდრომებივით დიდ ხელისგულებში გაუპარსავ ყბას, ააპახუნებდა თვალებს და გულისყურით უსმენდა ჯამბულიას მონათხრობს:

– ყვავილებზე, დედა ფუტკარზე, ოჯახზე! რის თაფლს რისი გემო აქვს… როგორ ზუზუნებს და ვიბრირებს სკა. და როგორ გივლის ჟრუანტელი, როცა მას ზურგით ეყრდნობი… როგორ გამშვიდებს და ძალას გმატებს ფუტკრების უწყვეტი ზუზუნი…

მონუსხულივით იჯდა და მის სიტყვებს იბეჭდავდა ხინკლის ქვაბივით უზარმაზარ თავში… მხოლოდ ხანდახან თუ გააწყვეტინებდა წინადადებას და გულიანად დააყოლებდა:

– სახლში რო ჩახვალ, ხო გამომიგზავნი თაფლის არაყს?

– თაფლის არაყსაც გამოგიგზავნი და ჭაჭასაც! აი ნახავ! – აიმედებდა ჯამბულია და აგრძელებდა თავის უთავბოლო მონოლოგებს დილის ნამივით კამკამა სასმელზე, მის ედემისბაღისეულ არომატზე და ბუმბულის ბალიშივით რბილ გემოზე.

***

…შკაfi,სოხუმელი თუში, რატომ გამოიქცა ჯარში სამსახურად, ბოლომდე დარჩა იდუმალებით მოცული.

– იცი რამხელა გულისტკივილს ვგრძობ, როცა მე და შენ… ჩვენ.. აქანა ვზივართ. ამ მდელოზე… ირგვლივ აყვავებული ბუნებაა… ვსვამთ ჭაჭუნიას, ვაყოლებთ მანგოს წვენს და სახლიდან გამოგზავნილ თხილს, ვეწევით მშობლიურ “მტკვარს”… გვაცვია ეს ფორმა. ისინი კი მიწაში წვანან.

– ვინ ისინი?

– სამასი არაგველი! ცხრა ძმა ხერხეულიძე! ცოტნე დადიანი! მირზა გელოვანი! შოთა რუსთაველი! ტერენტი გრანელი! – ამოიოხრა და კბილები დაახრჭიალა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15