აქ საჭმელი კი იყო, მაგრამ ის არავის აძღობდა. ა რ ა ვ ი ს.

აქ სულ შიოდათ. სუულ. სუუულ. საკვები ბევრი იყო, მაგრამ გემო ჰქონდა გამქრალი.

გემრიელი საკვები რაკი არ ჩანდა, ჯარისკაცები მის სუნს დაეძებდნენ და დასდევდნენ.

იმ დონეზე დაიგეშნენ, რომ მთელი “უჩებკისთვის” დროის სატარებელ ადგილად ოფიცრების სასადილოს უკან არსებული ნაგავსაყრელი იქცა.

იქ, არავინ ეწეოდა. იცით რატომ? იმიტომ, რომ სუნი არ წაეხდინათ. იქ გემრიელი, ადამიანური, არომატული საჭმლის სუნი იდგა. სუნი, რომელმაც რატომღაც ჯარისკაცების სასადილოში ვერ “ჰპოვა სასუფეველი”.

იმას ვერავინ იტყოდა, რომ “Солдатская столовая – სალდატსკი” სასადილოს ან სისუფთავე, ან მრავალფეროვანი კერძები აკლდა. ვერც იმას იტყოდა ვინმე, რომ ჯარისკაცს ართმევდა საკვებს, ან ის უჭმელი ტოვებს საერთო მაგიდას…

ყველაფერი თითქოს წესრიგში იყო, მაგრამ საჭმლის სუნი კერძებს არ ჰქონდათ. გემოც სადღაც გამქრალიყო… გარდა ზედმეტად სიმლაშისა, ან სიმწარისა, ვერანაირ კერძს ვერ დაახიასიათებდა იქ “ნაჭამი” ადამიანი… ყველა დაუნაყრებელი და მშიერი დაბორიალობდა. მაძღარი, მაგრამ დაუნაყრებელი. მაძღარ-მშიერზე დამამცირებელი მდგომარეობა კი არ არსებობს ადამიანისთვის.

ამ მდგომარეობამ შეიძლება მორალურად მოსპოს ადამიანი… გამუდმებული შიმშილის გრძნობა, ადამიანს სქელკანიანს, ტლანქს ხდის და ტლუდ აქცევს.

მას არაფერი აწუხებს ჭამის, ძილის და ქალზე ფიქრის გარდა. ეს იყო 60-70-80-იანი წლების, უმეტესი საბჭოთა ჯარისკაცის სტაბილური მდგომარეობა.

***

“კურკა” ზურია და შკაfi შესწრებული იყვნენ სამხედრო ნაწილში ლეგენდად ქცეულ ამბავს.

კარანტინის შემდეგ, პოლიგონზე წაყვანილმა თხუთმეტმა ახალწვეულმა ქართველმა ნახევარ საათში, მთლიანად გადაჭამა მჟაუნათი დაფარული ერთი ჰექტარი ფართობი… არადა მანამდე ცხოვრებაში არც კი ჰქონდათ გასინჯული მისი გემო.

– ზურა, ტო რას ჭამ?! – ჰკითხა გაკვირვებულმა ლოტკინელმა.

– მჟაუნას! – უპასუხა ზურიამ, ჩექმებთან აბიბინებული რამოდენიმე ცალი ფოთოლი მოგლიჯა და გემრიელად აახრაშუნა, – ვიტამინებია ძმა, თან გემრიელიცაა!

– ვაა, ტოო! – სანამ გაკვირვებული ლოტკინელი კიდევ რამეს ჰკითხავდა, ზურია ტყვიების გამანაწილებელ პუნქტში შევიდა…

ნახევარი საათი დასჭირდა ტყვია-წამლის დახარისხებას და მათი დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანას. გარეთ რომ გამოვიდა უკვე არც ერთი ღერი მჟავუნა აღარ იყო.

სასროლი პოლიგონის შტაბის წინ გაშლილი მწვანე მდელო კი კვლავ შავ და დატკეპნილ გრუნტად ქცეულიყო.

– ეს რა ჰქენით ტო?! – გაოგნდა ზურია, – აქ ყველა მჟაუნა კი არ იყო!

– ვაახ ტოო!

ამის მერე იცით რა მოხდა?… მაგრამ ამაზე მერე.

***

მოკლედ შკა-fi-ის ალბინოსობას ან არავინ ხვდებოდა, ან არავინ ამჩნევდა. ჯარში ასე იყო. თუკი “არავინ”, ესე იგი “არც არაფერი”. რომ არ გაეკომისიებინათ და სახლში არ გაეშვათ, ორივე წელი თმას შავად იღებავდა, მაგრამ მაინც წითურად გამოსდიოდა, ამის გამო დასაწყისში “ანტოშკას” ეძახოდნენ. თუმცა, როცა ბარე ორმა მისი მძიმე მუშტი იგემა და რამოდენიმე კბილი დაკარგა… პატივისცემით “შკაfi” გადაარქვეს.

***

– არა, ტებე ნე კაჟეტსია სტრანნიმ ტაკოი რასკლად? – იკითხა გაკვირვებულმა არტავაზმა, ჩემმა სომეხმა “თანაროტელმა”, როცა სამხედრო კლუბის უზარმაზარ დარბაზში მარტო დავრჩით. მხრები ავიჩეჩე და ღიმილით ვუპასუხე.

– Не ссы! Всё будет класно!

მაგრამ ამ სიტყვების თვითონაც არ მჯეროდა და ცოტა “პანიკაში” ვიყავი. ეს შეგრძნება ფორთოხალივით მრგვალ, “სომეხ – სომეხს”-აც ( ასევ ვეძახოდით სომხეთიდან ჩამოსულ ძმებს ) გადაედო…

… თითქოს ყველაფერი საოცრად კარგად მიდიოდა. გვქონდა დავალება, რომელსაც როგორც კი დავამთავრებდით, ეგრევე შვებულებას მიგვცემდნენ. თხუთმეტი დღე საქართველოში, საკუთარ სახლში ყოფნას კი ნამდვილად არაფერი სჯობდა. სამუშაოც არ იყო მძიმე შესასრულებელი. არაფერი გადასაზიდი, არაფერი ასაშენებელი, არაფერი დასანგრევი… მხოლოდ 3,5/8,5 მეტრზე კედელი გვებარა… რომელიც უნდა მ ო გ ვ ე ხ ა ტ ა და – “მირუ მირ!” – წარწერით დაგვემშვენებინა.

ესკიზიც გვქონდა. ის წარმოადგენდა ცას, ზღავს, მინდორს, მთას და თხუთმეტი რესპუბლიკის დროშას, შუაში უზარმაზარ, ოქროსფერ ვარსკვლავს.

მხატვრისთვის ეს ძნელი სამუშაო არ უნდა ყოფილიყო… მაგრამ მე მხატვრის ნიჭი არასოდეს მქონია, არტავაზმა კი პოპულარობა კედლის გაზეთში, კაპიროვკით გადმოხატული ტანკებისა და იარაღის დემონსტრირებით მოიპოვა…

– Всё таки этот расклад очень странный… – ამოიოხრა მან.

– Пачему?

– Ара Биджо, Почему светлое будущее СССР должны рисовать Арменин и Грузин?

– Они знают что без нас есесеру наступит хана?

– Кто они?

– Руковоство – Мин оборона- Маршалы-генералы!

– А другое тебе не кажется алогичным, цаватанем?

– А что там ещё другое?

– Что МЫ чтото нарисуем?

– Давай мы начнём а остальное время покажет! – ვუპასუხე და გამოსაძინებლად სცენაზე დატოვებულ ტახტზე წამოვწექი. არტავაზამ რაკი დაინახა ქართველი მშვიდად არისო, მიხვდა რომ რაღაც უკვე მქონდა მოფიქრებული და ისიც დაწყნარდა. ფანჯრის რაფაზე ჩამოგლეჯილი ფარდა დააგორგალა და ძილს მისცა თავი…

…დაახლოებით ვიცოდა რა ძალისხმევა იყო საჭირო ასეთი ნახატის შესასრულებლად.

…ამ ცოტა ხნის წინ სოფლის კლუბში “ტანცებზე” მისულმა ქართველებმა, გ ა ვ ი ც ა ნ ი თ პლანერზე ჩამოსული სტუდენტი გოგონები. ისინი სამხატვრო ტექნიკუმში სწავლობდნენ… კარგი და მხიარული ადამიანები იყვნენ… ლამაზები. გულკეთილები.

ურთიერთობაში ადვილად შემოვიდნენ, რადგან თავის სასწავლებელში რამოდენიმე ქართველს იცნობდნენ… როგორც “აღმოჩნდა” ჩვენც “ვიცნობდით” მათ და “დაჟე” ვენათესავებოდით კიდეც…

“Удивительно! Каждый Грузин знает Каждого Грузина!!” – ხარობდნენ ისინი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15