კობა ცხაკაია
კობა ცხაკაია
ჩემი ბიოგრაფია ჩემი ბიოგრაფია სად მქონდა არ მახსოვდა, რადგან არც არაფერში მჭირდებოდა. ადრე მგონი სადღაც საოჯახო საბუთებში ინახებოდა, მაგრამ მერე სად წავიდა არც კი ვიცი. ჰოდა, სანამ არ მითხრეს საჭიროაო, არც კი მიძებნია. მშობლებს ვკითხე, ხომ არ გინახავთ ან ხომ არ გახსოვთ სად წავიდა – მეთქი. მათ მხრები აიჩეჩეს – შენ ხომ ხარო, რაც მთავარია ყველას გვიყვარხარო და განა ამაზე მეტი რა ბიოგრაფია გჭირდებაო? ცოლმაც, შვილებმაც და რძალმაც იგივე მითხრეს… ბოლოს შვილიშვილს ვკითხე… მან ისე შემომხედა ნამდვილად იცოდა სად იყო ეს დასაწვავი ბიოგრაფია, მაგრამ ლაპარაკი ჯერ არ იცოდა, მხოლოდ სახ...

ჩემი ბიოგრაფია

ჩემი ბიოგრაფია სად მქონდა არ მახსოვდა, რადგან არც არაფერში მჭირდებოდა. ადრე მგონი სადღაც საოჯახო საბუთებში ინახებოდა, მაგრამ მერე სად წავიდა არც კი ვიცი.

ჰოდა, სანამ არ მითხრეს საჭიროაო, არც კი მიძებნია.

მშობლებს ვკითხე, ხომ არ გინახავთ ან ხომ არ გახსოვთ სად წავიდა – მეთქი.

მათ მხრები აიჩეჩეს – შენ ხომ ხარო, რაც მთავარია ყველას გვიყვარხარო და განა ამაზე მეტი რა ბიოგრაფია გჭირდებაო?

ცოლმაც, შვილებმაც და რძალმაც იგივე მითხრეს…

ბოლოს შვილიშვილს ვკითხე… მან ისე შემომხედა ნამდვილად იცოდა სად იყო ეს დასაწვავი ბიოგრაფია, მაგრამ ლაპარაკი ჯერ არ იცოდა, მხოლოდ სახეზე მომითათუნა ხელი და გაიცინა.

ალბათ უნდა დავლოდებოდი მის გაზრდას, მაგრამ დრო არ იცდიდა, ბიოგრაფია ერთ კვირაში სჭირდებოდათ.

ამიტომ ავიკაპიწე სახელოები და გადავატრიალე მთელი სახლი, მაგრამ ვერსად ვნახე ისეთი ფურცელი, რომელიც აღწერდა ჩემს ცხოვრებას, ჩემს წარსულს და ჩემს შესახებ, ჩემს მაგივრად მოჰყვებოდა.

მერე ჩავწერე ჩემი სახელი და გვარი Google-ში, ქართულად, ინგლისურად, რუსულად… ეგება ინტერნეტში იყოს სადმე მეთქი… თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრგან აღმოჩნდა ჩემი სეხნიების ბიოგრაფიები. გადავწყვიტე მათი მონაცემებით მესარგებლა… საუკეთესოები გადმოვიწერე, შევაზავე და გავმართე…  თითქოს ყველაფერს კარგად გავართვი თავი, მაგრამ ბოლოს მაინც არ მომეწონა… ალბათ იმიტომ, რომ იქ გაწერილი პიროვნება – მე არ ვიყავი, არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები…

ავდექი და სადაც ვსწავლობდი და სადაც ვმუშაობდი,  იქ  დავრეკე – იქაც არ აღმოჩნდა, ეს დასაწვავი ბიოგრაფია… ბოლოს ქუჩაში დავიწყე სირბილი და ყველა ნაცნობს ვეკითხებოდი:

-„ ვინმემ ხომ არ იცით ჩემი ბიოგრაფია, ან ვინმეს ხომ არ შემოგრჩათ მისი, თუნდაც დაკუჭული ან დახეული ეგზემპლიარიმეთქი?“

შედეგი ზერო – ნ უ ლ ი.

იმდენად გადამეწურა საკუთარი ბიოგრაფიის პოვნის იმედი, რომ გადავწყვიტე თვითონ დამეწერა ეს…

ჰოდა, დაბნეული, გაბრაზებული და გათანგული შევყურებ ცარიელ ფურცელს, ხელში ვატრიალებ ნახევრად დაღეჭილ ფანქარს და არ ვიცი რა ვქნა?

ვარსებობ, ვგრძნობ, ვფიქრობ, ვცხოვრობ, ვშრომობ, მაგრამ ბიოგრაფია არა მაქვს და მგონი ამას აღარაფერი ეშველება.

 

პატივისცემით, კობა ცხაკაია

მეტი მაჩვენე ნაკლები