ჯარში არ ნამყოფი კაცი იკითხავს ჯარისკაცები რატომ აკეთებდნენ ამას. უსიტყვოდ რატომ ასრულებდნენ ასეთ მძიმე და მშვიდობიან დროს გაცემულ აბსურდულ ბრძანებებსო?

ეს სამხედრო ნაწილია. აქ ომში და ბრძოლაში გადარჩენას გასწავლიან. რაც არ უნდა ილაპარაკო, ესეა ეს. არ გააკეთებ და შენი აჯობებს.

***

– СМИРНА! – დაიღრიალა შტაბის უფროსმა და მკაფიო ნაბიჯით მიუახლოვდა პოლკოვნიკს, რომლის გასწვრივ სამხედრო პატრულით გარშემორტყმული შკაfi იდგა. სახეზე ეტყობოდა, ღრმა “პახმელიაზე” იყო და გონების ჭანჭიკები მთლად სინქრონულად ვერ უმუშავებდნენ. მას ხელში “ტუშონკის” მუყაოს ყუთი ეკავა და მძიმედ სუნთქავდა.

უბრძანეს პოლკის წინ გამოსვლა და ყუთის ფეხებთან დადგმა. ბრძანება უსიტყვოდ შეასრულა. შემდეგ დაავალეს, ყუთში ჩაწყობილი ბოთლები ამოეღო და ერთ რიგად, ჯარისკაცებივით ჩაემწკრივებია. ხვნეშა-ხვნეშით და ფრთხილი მოძრაობებით შეასრულა.

ჭაჭა ბორჯომის ჩვეულებრივ, მწვანე ბოთლებში ესხა. ოცდაორ ბოთლს თავზე კეპების ფორმის, პლასტმასის ვარდისფერი სახურავები ეხურა… ბოლოში კი დედოფალივით, ამაყად, გრძელი, გამჭვირვალე ლიტრიანი ბოთლი ამოიღო, თაფლის არყით პირამდე სავსე… ეს ბოთლი ზედმიწევნით მოწიწებით მიადგა დანარჩენებს და “სმირნაზე – სწორდიზე” დადგა.

– Ой, какая красота! – ამოიგმინეს სოფლელებმა და გაიტრუნენ.

– ЭЭх грузин! Ойойой грузин! – გულმოკლული ხმით დაიწყო პოკოვნიკმა, – Сын седых гор Кавказа! Ты своим этим вино-водческим хулиганством опозорил весь кавказ!

შკაfi-მ ამოიოხრა, ცხვირი ხმაურიანად მოიხოცა და თავი ჩაქინდრა.

– И зачем тебе одному столько водки? Зачем? შკაfi -მ რაღაც ხმადაბლა უპასუხა.

– ЧТОО? – დაიჭყივლა პოლკოვნიკმა.

– Это Чача, а это есть Мухина водка, которое не чача ну лучше чем чача! Он тоже чача но эсли чача майор или подполковник! То это Генерал полковник! Вот что такое Мухина ЧаЧа! – ხმამაღლა უპასუხა და თითი მაღალი თეთრი ბოთლისკენ გაიშვირა.

– Какая ещё Мухина?! – გაწიწმატდა კაცი, – Что за Генераль чача?!

– Не Мухина, а муха это то что летает но не птица!

– ЧТОО! – იღრიალა პოლკოვნიკმა. ალბათ მის სახეზე ერბო კვერცხი შეიწვებოდა, ისე გაწითლდა.

– Муха товарищ Полковник! Маленький, противный. Когда кушат хочеш – он Зууу гаварит! Чёрный есть, есть ещё перламутровый… очень любит на говно садится! – ცდილობდა აეხსნა შკაfi-ს.

– ЧТОО- ЧТОО?!

– На говно, на мусор, на всякую х-иню садится!- დაბნეულობისგან ვერც კი ხვდებოდა რაებს ბოდიალობდა შკაfi.

– Вы что солдат?! Вы что болтаете?!

– У вас что нету муха дома? Разве на себе не убивали муха? – გულწრფელად გაუკვირდა შკაfi-ს.

– Вы Что О-уели?! – ეს არ იყო ადამიანის ყვირილი. ეს იყო გვგვრინვა შურისმაძიებელ ანგელოზად ქცეული პიროვნებისა, ოფიცრისა, პოლკოვნიკისა. ირგვლივმყოფ შენობებში მინებმა ზანზარი იწყეს.

ამ დაყვირების შემდეგ პლაცზე დაგებული ასფალტი შუა უნდა გაპობილიყო და ქვესკნელიდან ამოვარდნილ ჯოჯოხეთის ალს ყველა უნდა შთაენთქა. სოფლელებმა პირჯვარიც კი გადაიწერეს. ყველა გაიტრუნა.

რატომღაც დარწმუნებული ვიყავით შკაfi-ს ადგილზე დახვრეტდნენ, ან თხუთმეტწლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ. სიჩუმემ ჩვენი მეგობრის, არყისგან ნაღრძობი გონება გადააბრუნ – გადმოაბრუნა და მისი ლოგიკის კბილანები უარესი მიმართულებით აამოძრავა. ის თითქოს რაღაცას მიხვდა. შუბლში მთელი ძალით ხელი იტკიცა და… ა ხ ა რ ხ ა რ დ ა.

– Вы не поняли товарищ полковник! Не понялы! ХАХАХА! Мамой клянусь вы не говно!

შკაfi-ს სიტყვებითა და საქციელით გაოგნებული პოლკოვნიკი გაჭიმული იდგა და ჩვენსავით ხახადაფჩენილი უყურებდა სიცილიგან ჩამუხლებულ ჯარისკაცს.

– Это на самом деле не мухина водка, а чача из Тапла!

– Чтооо?!

– Из Тапла ЧаЧа! – დაავლო ხელი მაღალ თეთრ ბოთლს და ჩვენ გადმოგვხედა, – ბიჭებო თაფლი რუსულად “Таплия”, ხომ?

პასუხის გაცემა ვერავინ გავბედეთ. მან ხელი ჩაიქნია, ბოთლს თავი მოხადა და პირდაფჩენილ პოლკოვნიკს ცხვირთან მიუტანა.

– Панюхай товарищ Полковник! Панюхай и сразу узнаеш Тапли который ещё называют почему то Мухина! Пахнет! Пахнет как аромат духов твоей жены!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15