სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ – ამის შესახებ ზუგდიდის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ ბრიფინგზე განაცხადა. გოგიას იმედი აქვს, რომ ობიექტური გამოძიების პირობებში მისი უდანაშაულობა დამტკიცდება.
ზუგდიდის ყოფილმა მერმა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, იგი მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.