ლაშა გოგიასა და გია გულორდავას საქმე

ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცე-მერს გია გულორდავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გოგია და გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

გიორგი კობერიძე პროცესის დეტალებით.