ბრალის წარდგენა

18:06, 02.11.2018

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზუგდიდის ყოფილ მერს და მის მოადგილეს 11-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემიქრებათ.

ლაშა გოგია და გია გულორდავა ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან. დაკავებულებთან არიან მათი ადვოკატებიც. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი პირველი პირები დუმილის უფლებას იყენებენ და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. მათი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამ დრომდე არ არის დადასტურებული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობა, სადაც თანხის საკითხზეა ლაპარაკი.

გურამ როგავა განაგრძობს თემაზე საუბარს.

მსგავსი