სასამართლოში ლაშა გოგიას და გია გულორდავას საქმე განიხილება

ზუგდიდის ყოფილი მერის და ყოფილი ვიცე-მერის წინასასამართლო სხდომა.

ლაშა გოგიას და გია გულორდავას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯელობენ.

ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქრთამის აღება. მათთან ერთად სხდომა იმართება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ, ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიას საქმესა და ცრუ ჩვენების მიცემით დაკავებულ ხუტა ბაღათურიას საქმეზე.

არცერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მათი ინტერესების დამცველები სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ.