დაკავება ზუგდიდში

15:19, 24.12.2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არჩეული მერის და მისი მოადგილის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსს აკავებს.

თენგიზ ქობალია სამართალდამცავებმა სამსახურში აიყვანეს. ქობალია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმეში ფიგურირებდა. რამდენჯერმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეც იმყოფებოდა.

გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა დღეს თენგიზ ქობალიას სამუშაო ოთახი გაჩხრიკეს.

მსგავსი