ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლო ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იწყებს მსჯელობას. სხდომა ამ წუთებში უნდა დაიწყოს. ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიას და ყოფილ ვიცე-მერს, გია გულორდავას გამოძიება საჯარო მოხელის მიერ, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ქრთამის აღებას ედავება.

გიორგი კობერიძემ მოისმინა დაკავებულების ადვოკატების და ასევე ბრალდების მხარის განცხადებები და “მოამბის” პირდაპირ ეთერში გვიერთდება.

დატოვე კომენტარი