ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ისინი ბრალს არ აღიარებენ. ინტერესების დამცველების განცხადებით, მათთვის საქემის მასალები ჯერ არ გადაუციათ, შესაბამისად, არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა მასალები დევს საქმეში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა გუშინ დააკავეს.