ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენეს  

ზუგდიდის ყოფილ მერს და ექს ვიცე-მერს ცოტა ხნის წინ ბრალი წაუყენეს.

ორივე ყოფილი მაღალჩინოსანი ამ დრომდე დუმს. ადვოკატებს უკვე გადასცეს გახმაურებული საქმის მასალები, რომლის მიხედვით ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ ზუგდიდში მდებარე ორი ტერიტორიის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ ერთ-ერთ ბიზნესმენს ქრთამის სახით 21 500 დოლარი მოსთხოვეს და გამოართვეს.

სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე გამოძიება ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში დაიწყო. უკვე ცნობილია, რომ საქმის მასალები ფარულ აუდიო-ჩანაწერებსაც მოიცავს.

ხელისუფლება ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ახლა დაკავებასა და არჩევნებს შორის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.

გურამ როგავა გვერთვება პირდაპირ ეთერში.