ყველა ერთისთვის, – ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია იმართება პარლამენტის შენობასთან.
თეთრი ხმაურის მოძრაობა, მხარდამჭერებთან ერთად, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლებას და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს.
აქციის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტის დროული განხილვისკენ მოუწოდებენ.
მასშტაბური საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალზე 8 წლით პატიმრობა შეეფარდა.
მსახიობი ბრალს არ აღიარებს და ნარკოტიკის ჩადებაში სამართალდამცავებს ადანაშაულებს.
საკითხზე პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ჩვენი კორესპონდენტი გიორგი კობერიძე მუშაობს.