"თეთრი ხმაურის მოძრაობის" განცხადება

თეთრი ხმაურის მოძრაობა” სინთეზური ნარკოტიკით რამდენიმე ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდითფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს, როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდგომარეობა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” მოუწოდებს მოქალაქეებს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტონ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავონ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან. შსს გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს.