გიორგანაშვილის საქმე 

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე „ბახალა“ სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

საუბარია საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ორგანიზების ბრალზე. მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით, გიორგი გიორგანაშვილი საქმეში ცნობილია უდანაშაულოდ და ის გამართლდა, ირაკლი ქორიძე კი გამტყუნდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

გიორგანაშვილსა და ქორიძეს ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სისხლის სამართლის სხვა საქმეზე, სადაც მას ნარკოტიკული საშუალებების შეძენაზე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. შესაბამისად, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, ის საპატიმროს არ დატოვებს.