სინოდის გადაწყვეტილება ნარკოპოლიტიკაზე

სადავო რეფორმის დამტკიცებამდე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე საპატრიარქო საკუთარ პოზიციას გამოთქვამს.

პარლამენტში ინიცირებული და თვეების განმავლობაში შეჩერებული კანონპროექტი სინოდის სხდომის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო. მართლმადიდებელი ეკლესია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებას და ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას მიესალმება, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საფრთხისშემცველად მიიჩნევს.

როგორც სინოდის სხდომის ოქმიდან ირკვევა, საპატრიარქოსთვის ნარკოტიკებით გარდაცვლილი ადამიანებისთვის საეკლესიო წესის აგების საკითხიც აქტუალური ხდება.