სინოდის განჩინება

სინოდის განჩინებას ნარკოპოლიტიკის საკითხის კონტექსტში დამატებითი განმარტებები დასჭირდა.

საპატრიარქოს მიაჩნია, რომ კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტონს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია.

ალავერდელმა მიტროპოლიტმა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ გარდაცვალებულთა საეკლესიო წესით დაკრძალვის საკითხის აქტუალობით ახსნა თემაზე მსჯელობა. განცხადებები გააკეთეს პოლიტიკოსებმაც.