იურიდიული კომიტეტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე მსჯელობს

იურიდიული კომიტეტი პირველი მოსმენით ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე მსჯელობს.

აკაკი ზოიძის განცხადებით, პრინციპების დონეზე რომ უნდა მოხდეს ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია, უმრავლესობაში შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ამ დრომდე აზრთა სხვადასხვაობა აკრძალული ნივთიერებების დოზებზე.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლში შეიძლება ჩაიდოს გარდამავალი პერიოდი.