მარიხუანას მოხმარება და მსჯელობა რეგულაციებზე

პოლიტიკური ვნებათაღელვა მოჰყვა პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების შემდეგ დეპუტატების ნაწილი მოსალოდნელ რისკებზე ალაპარაკდა. მათ შორისაა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და პარალელურად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი, რომლის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლომ საკანონმდებლო ორგანოს მარიხუანას მოხმარების რეგულირების უფლება ჩამოართვა.

კანონმდებლების ნაწილი ფიქრობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო კანონპროექტში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული გარკვეული რეგულაციები. არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტმა მარიხუანას მოხმარებაზე ასაკობრივი ზღვარი დაადგინოს, ასევე შეზღუდვები დააწესოს რამდენიმე პროფესიის წარმომადგენლებისთვის.

პარლამენტთან ერთად ორადაა გაყოფილი მესამე სექტორიც.