გიორგანაშვილის საქმე

გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) საქმეზე აპელაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გიორგანაშვილს 45 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვდა. გიორგი გიორგანაშვილმა სასამართლო სხდომა, სადაც მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, პროტესტის ნიშნად დატოვა.

სხდომის დაწყებისას მსჯავრდებულმა მოსამართლეთა კოლეგიას განცხადების წაკითხვა სთხოვა, რომელშიც აღნიშნა, რომ განაჩენი წინასწარ არის გადაწყვეტილი და სასამართლო სიმართლის დადგენით დაინტერესებული არ არის. გიორგი გიორგანაშვილს საქალაქო სასამართლომ 45 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მსახიობი ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას სამართალდამცველებმა ჩაუდეს.