მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისა და ირაკლი ქორიძის საქმეზე, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას და ირაკლი ქორიძის საქმეზე, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს. მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანა. მანამდე კი დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას. მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც მას ნარკოტიკული საშუალებების შეძენაზე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგანაშვილი არც პირველ საქმეზე, არც ამ მიმდინარე საქმეზე ბრალს არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა. ადვოკატმა უკვე დაასრულა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა.