მსჯელობა გიორგი გიორგანაშვილისა და ირაკლი ქორიძის საქმეზე

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისა და ირაკლი ქორიძის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში. საუბარია იმ რეანომობილის მძღოლზე, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო უწყების ბრალდებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოიტანეს.

დაცვის მხარის განმარტებით, მოწმე იტყუება, რადგან სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულ ჩვენებას აძლევდა. სახელმწიფო ბრალდების თქმით კი, მოწმე სულ ერთხელ გამოიკითხა და მისი ჩვენებები მსგავსია.

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ გიორგი გიორგანაშვილს შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე წარედგინა.

საქმის განხილვა 17 დეკემბერს 11:30-ზე განახლდება.