წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები

წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოების გამო, დღეს 18 საათიდან 5 ივლისის დილის 08 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: წყნეთის გზატკეცილს, კაკლების დასახლებას, უნივერსიტეტის, მარგიანის, მარიჯანის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის და მიმდებარე ქუჩებს, ქავთარაძის ქუჩის და ნუცუბიძის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს. 18:00 საათიდან 5 ივლისის დილის 14 საათამდე კი წყალმომარაგება შეეზღუდება: წყნეთს, კიკეთს, წავკისს, კოჯორს, ბეთანიას, ახალდაბას, სამადლოს და კვესეთს.