კვესეთის მოსახლეობის მოთხოვნა

კვესეთიდან ბეთანიის ეკლესიამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გზის რეაბილიტაცია 2022 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ადგილობრივების თქმით, ამ დროისთვის სამუშაოების მხოლოდ 40 პროცენტია შესრულებული. საპასუხოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ კომპანიას პროექტის სირთულიდან გამომდინარე, დასრულების ვადა წლის ბოლომდე გაუგრძელდა და სამუშაოებიც სწორედ ამ პერიოდში დასრულდება.