სარეაბილიტაციო სამუშაოები კახეთში

წელს კახეთის რეგიონში 110 კმ. გზის რეაბილიტაცია დასრულდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის 12 რეაბილიტაციის პროექტს და ხოლო ოთხ – ნაპირსამაგრ და სტიქიის პრევენცია-ლიკვიდაციის პროექტს ახორციელებს. რეაბილიტაცია უტარდება ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთს, ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის დუისი-ჯიბახევის მონაკვეთს, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის მონაკვეთსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიღნაღის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას.