სარეაბილიტაციო სამუშაოები

დედაქალაქის მერია „კუს ტბასთან“ მისასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს.

პროექტის ფარგლებში 3 კმ-იან გზას რეაბილიტაცია სრულად უნდა ჩაუტარდეს, უნდა დაიგოს ასფალტის ახალი საფარი და განახლდეს გარე განათების ქსელი. სამუშაოებისთვის ორ ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

სამუშაოების დაწყებას დღეს ადგილზე დედაქალაქის მერი გაეცნო.