აქცია ქვემო ალვანში

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, სოფელ ქვემო ალვანში მოსახლეობა შეიკრიბა. ადგილობრივების თქმით, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ჩამოწოლილი ზვავისა და მეწყერის შედეგად ჩაიკეტა, კვლავ გასაწმენდია, რის გამოც, მეცხვარეები მთაში ცხვრის გადარეკვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მოსახლეობა გზის მოვლაზე პასუხისმგებელ კომპანიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. შპს “„ენერჯი გრუპში“ კი სამუშაოების შეჩერების მიზეზად ზვავსაშიშროების ასახელებენ და ამბობენ, რომ პროცესი სავარაუდოდ ორშაბათიდან განახლდება.

დატოვე კომენტარი