ლევან კაჭარავას მკვლელობა

წყნეთის გზატკეცილზე გუშინ მოკლული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას საქმეზე პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს. რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ, პოლიციის განყოფილება დატოვა მოკლული ბიზნესმენის თანამშრომელმა, რომელიც მკვლელობის დროს ავტომანქანას მართავდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, თვითმხილველებმა ორი თავდამსხმელი დაინახეს. გამოძიებას სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებული არ ჰყავს. ლევან კაჭარავას დედამ პირველ კომენტარში კონკრეტულ ვერსიებზე ვერ ისაუბრა, თუმცა, ვარაუდი გამოთქვა, რომ მკვლელობა საზღვარგარეთ დაიგეგმა.

სად იყვნენ ჩასაფრებულები სავარაუდო ბრალდებულები და რატომ არ ახლდა კაჭარავას პირადი მძღოლი, მკვლელობის სხვა დეტალები, ნახეთ ბელა ზაქაიძისა და ბესო გაფრინდაშვილის რეპორტაჟში.

დატოვე კომენტარი