ვენესუელაში, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა
  • ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა ლიდერმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, 55 წლის მადურომ ამომრჩეველთა ხმების 67,7 პროცენტი მიიღო. ცესკოს მონაცმებით მას მხარი ხუთ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დაუჭირა.
  • ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ქმედებებს შეისწავლის. ამის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა. მაისის დასაწყისში სენატის დაზვერვის კომიტეტმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით შედგენილი ანგარიში გამოაქვეყნა. მიუხედავად ბრალდებისა, ოფიციალური მოსკოვი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას კატეგორიულად უარყოფს. დონალდ ტრამპი კი მოსკოვთან შეთქმულების ბრალდებას „ალქაჯებზე ნადირობას“ უწოდებს.