ტერაქტის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის თანასოფლელი ასლან მარგოშვილი.
უწყებაში დღეს დაბარებული იყო თავად მაჩალიკაშვილიც, თუმცა ადვოკატმა გამოკითხვის გადადება ითხოვა.
„მოამბე“ ესაუბრა სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებას ელის.