მაჩალიკაშვილის საქმე

18:17, 29.01.2020

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და სიმართლის დადგენის მიზნით საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა მეუღლესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. მედიკო მარგოშვილი პროკურატურას მოუწოდებს გამოაქვეყნოს ახმედ ჩატაევთან მისი შვილის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

მაჩალიკაშვილების ოჯახის პროტესტს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებით, პროკურატურამ საქმის წარმოების შესაწყვეტად საკმარისი მტკიცებულებები გამოაქვეყნა.

მსგავსი