აქცია პარლამენტთან

მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე რუსთაველის გამზირზე თბილისის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილი კარვები აიღეს და საახალწლოდ საბავშვო ატრაქციონის მონტაჟი მიმდინარეობს.

მედიკო მარგოშვილის განცხადებით, ის კარვის დადგმას მაინც შეეცდება და ახალ წელს იქ შეხვდება. მას ადგილზე სოლიდარობას მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებიც უცხადებენ. თბილისის მერიის წარმომადგენლები კი რუსთაველზე საბავშვო ატრაქციონის მონტაჟს განაგრძობენ.