ხელმოწერების შეგროვება

მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს. ის ამჯერად გორში იმყოფებოდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის ცდილობს ამ ფორმით აიძულოს ხელისუფლება, შექმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია.