მაჩალიკაშვილის საქმე

18:11, 28.01.2020

მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სამართლებრივ ბრძოლასთან ერთად, საპროტესტო აქციების გაგრძელებასაც გეგმავს.

მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის საქმეზე გამოძიება არასდროს ჩატარებულა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის საქმეზე დაწყებული ძიება შეწყვტა. უწყების ინფორმაიით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ძალოვანი უწყების თანამშრომლების მოქმედებაში კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, სპეცრაზმელი კი, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მოქმედება აუცილებელი მოგერიების პირობებში.

მსგავსი