„ნაციონალური მოძრაობა“ დუისში მაჩალიკაშვილს წარადგენს

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ დუისიდან მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება.

ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბარში პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ დაადასტურა. მისი თქმით, ბრძოლის წინა ხაზზე უნდა იყოს ყველა, ვისაც ქვეყანა უყვარს.