დაპირისპირება პარლამენტის დაცვას, თინა ბოკუჩავასა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის

ხმაური საკანონმდებლო ორგანოსთან. დაპირისპირება მოხდა პარლამენტის დაცვას, დეპუტატ თინა ბოკუჩავასა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის. ინციდენტის მიზეზი გახდა საკანონდებლო ორგანოში მაჩალიკაშვილის შესვლის უფლება, სადაც დაგეგმილი იყო მისი და თინა ბოკუჩავას ერთობლივი პრესკონფერენცია.

ბოკუჩავას თქმით, მაჩალიკაშვილზე საშვი იყო დაშვებული, თუმცა, დაცვის სამსახურმა მას შენობაში შესვლის უფლება არ მისცა. დაპირისპირების დროს მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს. თინა ბოკუჩავა ითხოვს, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დრობითი საგამოძებო კომისია შეიქმანას და ამ მიზნით, ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრბისთვის მიმართვების გადაცემას გეგმავს. მათ შორის ის აპირებს, რომ შესაბამისი მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინოს.